სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რეზი პეტრიაშვილს 7-დღიანი, ხოლო ია მელითაურს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რეზი პეტრიაშვილს 7-დღიანი, ხოლო ია მელითაურს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2025-11-25 21:02:41+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რეზი პეტრიაშვილსა და ია მელითაურს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოსამართლე დავით მაკარაძემ რეზი პეტრიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კი ია მელითაურს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.