ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე შეშფოთებასა და წუხილს გამოთქვამს. რა გავლენას იქონიებს ეს კონკრეტულად ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, რუტეს არ დაუკონკრეტებია. მხოლოდ დასძინა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში წევრობაზე სურვილის გამოხატვა ყველა სახელმწიფოს შეუძლია, დანარჩენი კი პროცესის ნაწილია. მმართველი გუნდი ნატოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. როგორც ამბობენ, საქართველო წევრ სახელმწიფოებზე სხვადასხვა მაჩვენებლით მოწინავე ქვეყანაა და ამ ფონზე, ნეგატიური პოზიციის გამოხატვა გასაკვირია. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ 2008 წლიდან, დღემდე ისმის მხოლოდ დაპირებები და არ ჩანს ხელშესახები პროგრესი. რუტეს გზავნილს იზიარებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. რა შეფასებები მოჰყვა საქართველოსთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას?!