10 თვეში ბანკების მოგებამ 2 მილიარდ 690 მილიონ ლარს გადააჭარბა.ეროვნული ბანკის ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, რომმხოლოდ ერთ თვეში, სექტემბერში, ბანკების წმინდა მოგება 282 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილის 101 მლნ ლარით. ბანკებს შორის ყველაზე მეტი მოგება კვლავ “საქართველოს ბანკმა” მიიღო _ 1 346 209 775 ლარი; მოგების მაჩვენებლით მეორე ადგილზე „თიბისი ბანკია“, რომლის მოგებამაც ამ ათ თვეში მილიარდ ლარს მცირედით გადააჭარბა. ამ მონაცემებით გამოდის, რომ ამ ორი ბანკის წილად მთელი საბანკო სექტორის წმინდა მოგების 98% მოდის. ანუ რაც უფრო იზრდება ზოგადად ბანკების მოგება, მით მეტად იზრდება საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის მოგების წილი და დომინირება საბანკო სექტორში.ცნობისათვის, ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებს, თუმცა მთელი მოგების 98% მხოლოდ ორ ბანკს მიაქვს