შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ერთ პირს ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.