საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით 26 ნოემბერს მოუსმენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისივე თქმით, ინტერპელაციის საკითხები შეეხება ორ ძირითად თემას: განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ შეკითხვებსა და „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტს.