დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან სამშვიდო გეგმას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აფასებენ - Palitra News

დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან სამშვიდო გეგმას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აფასებენ

2025-11-25 09:21:09+04:00

დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან სამშვიდო გეგმას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეფასებები ერთმანეთისგან ამ შემთხვევაშიც მკვეთრად განსხვავდება. ხელისუფლების ოპონენთა მოსაზრებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო გეგმის განხილვის პროცესში ევროპა ჩაერთოს. ამასთანავე, ოპოზიციაში თვლიან, რომ ეს გეგმა საქართველოზე დადებითად იმოქმედებს. ამის საპირისპიროდ, განსხვავებული მოსაზრება აქვთ აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რუსეთი-უკრაინის ომის პროცესში უკრაინა „უხეშად ერევა“. მმართველ პარტიაში არ აქვთ იმის იმედი, რომ ეს გეგმა ომის დასრულების მიზეზი გახდება.