ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და „ქართული ოცნებისადმი“ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები 28 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - Palitra News

ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და „ქართული ოცნებისადმი“ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები 28 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

2025-11-24 22:22:27+04:00

ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და „ქართული ოცნებისადმი“ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები 28 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. თარიღი კი სიმბოლურია, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამ ფაქტს საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა. დაგეგმილი დემონსტრაციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოწოდებენ შეურთდნენ საპროტესტო მსვლელობას, რომელიც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე გაიმართება. მომიტინგეთა მოთხოვნები კი უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. ამ თემაზე დღეს მაშო დიასამიძე მუშაობდა და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება...