„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა - Palitra News

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

2025-11-24 17:58:10+04:00

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი, ადმინისტრაციული წესით დაკავებული გიორგი მამნიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მამნიაშვილი 22 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ის იმ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მამნიაშვილს 173-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.