პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნატკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.