ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა კრიტიკულ მომენტშია - გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ისეთი კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა კრიტიკულ მომენტშია - გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ისეთი კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს

2025-11-24 15:40:59+04:00

აშშ-ის 28 პუნქტიანი გეგმის პროექტის განხილვა გრძელდება. ჟენევაში მიმდინარე შეხვედრაზე აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს. როგორც აღინიშნა, პროგრესი მიღწეულია, თუმცა გადაუჭრელი საკითხების მოგვარებას, მათ შორის ნატოს როლზე მუშაობასა და ომის დასრულებას დრო სჭირდება. მსოფლიო ლიდერების ნაწილი 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას უცხადებს. გაერთიანებული სამეფო, გერმანია და საფრანგეთი კი აღნიშნული დოკუმენტის საწინააღმდედო წინადადებით გამოდიან. ამ დროს რა პოზიციას იკავებს საქართველო? "ქართული ოცნების" წევრები შეფასებით, უკრაინას არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარეს შორის უწევს. აშშ-ის 28 პუნქტიანი გეგმის პროექტი - მსოფლიო ყურადღების ცენტრში