რატომ მიიღო „ქართლმა ოცნებამ“ ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავების გადაწყვეტილება? ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გამტკიცების სურვილზე საუბრობს „ქართული ოცნება“ კი უცხო ძალების ჩარევისგან დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს. „ქართულ ოცნების“ წევრების განცხადებით სიცრუეა, რომ ემიგრაციას რაიმე ფორმით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევენ. მათი განმარტებით, ერთადერთი გარემო, სადაც შესაძლებელია პოლიტიკური მდგენელის სწორად გააზრება, თავისუფალი ინფორმირებული არჩევანი გაკეთება, საკუთარი სამშობლოა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. ოპონენტების შეფასებით, ემიგრანტებთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაა.