დარჩება თუ არა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმეზე? - თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სამი პროცესის შემდეგ გამოაცხადებს. დღევანდელ სხომაზე ბრალდების მხარე მუხლის დამძიმებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი პირველი ინსტრაციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და დაკავებულების უდანაშაულოდ ცნობას. დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, რომლებსაც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არ აქვთ. უფრო მეტს ცოტნე შაორშაძისგან შევიტყობთ.