უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა.. ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, საპატიო დაფებით, და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავდა. გარემოებები წინასწარ განსაზღვრული იმიტირებული სცენარის მიხედვით ვითარდებოდა. საშტაბო კომპონენტი კრწანისში მდებარე სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში იყო განთავსებული, საიდანაც სწავლების მონაწილეები საველე კომპონენტის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.