ბრაზილიის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გაქცევის საშიშროების გამო დააკავა - Palitra News

ბრაზილიის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გაქცევის საშიშროების გამო დააკავა

2025-11-24 09:21:01+04:00

ბრაზილიის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გაქცევის საშიშროების გამო დააკავა. ბოლსონარუ უკვე რამდენიმე თვეა, რაც შინაპატიმრობაში იმყოფება, მაგრამ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ქვეყნის ყოფილი ლიდერი, შესაძლოა, გაიქცეს, რადგან წინა დღეებში ელექტრონული სამაჯურის დაზიანების მცდელობა ფიქსირდებოდა. სასამართლოში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლსონარუს სახლთან შეკრებილმა ხალხმა სამომავლოდ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მის მონიტორინგს. ქვეყნის ყოფილი ლიდერის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბოლსონარუს დაკავების მიზეზი დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციაა და ისინი გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა.