გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს კრემლიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე შატურის თბოელექტროსადგურზე - Palitra News

გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს კრემლიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე შატურის თბოელექტროსადგურზე

2025-11-24 09:20:16+04:00

მოსკოვის რეგიონის გუბერნატორის ცნობით, გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს კრემლიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე შატურის თბოელექტროსადგურზე. გუბერნატორისვე ინფორმაციით, სარეზერვო ენერგომომარაგება ჩაირთო. როგორც მედია იუწყება, რუსეთის სიღრმეში მდებარე სადგურზე ეს კიევის ერთ-ერთი უმსხვილესი შეტევაა.