აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადების განსახილველად ჟენევაში შეხვედრა გამართეს - Palitra News

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადების განსახილველად ჟენევაში შეხვედრა გამართეს

2025-11-24 09:17:28+04:00

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადების განსახილველად ჟენევაში შეხვედრა გამართეს. რის შემდეგაც საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ვკითხულობთ, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემის გამომხატველი იყო და ხაზი გაუსვა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას. განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები უაღრესად პროდუქტიული იყო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე.