რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ვანო სხირტლაძეს 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ვანო სხირტლაძეს 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

2025-11-22 17:43:03+04:00

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ვანო სხირტლაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვანო სხირტლაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.