საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა ქალაქ რუსთავში, კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა.
შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებს უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კოლეჯების დაფინანსება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა. მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა რეგულარულად იმართება და თითოეულ შეხვედრაზე წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.