„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა - Palitra News

„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა

2025-11-21 20:55:25+04:00

„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა. სიმულაციური სცენარის მიხედვით რეზერვისტებმა ჩასაფრების ოპერაცია შეასრულეს. „დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, სწავლება „დიდგორი 2025“კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით. მოცემული სწავლებები ხელს უწყობს სხვადასხვა უწყების შესაბამის ქვედანყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და შესაძლო გამოწვევების მიმართ განსახორციელებელი მოქმედებების დახვეწას.