ზუსტად ერთ კვირაში, 28 ნოემბერს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მასშტაბური საპროტესგო აქციისთვის ემზადებიან. თარიღი სიმბოლურია. სწორედ 28 ნოემბერს, ერთი წლის წინ ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების შესახებ გამოაცხადა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დღის შემდეგ ნათლად გამოჩნდა თუ რამდენად შორს დგას ქართული ოცნების ინტერესები ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებასა და საზოგადოენის ნებასთან. საპროტესტო მსვლელობა 19 საათზდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან პარლამენტამდრ გაიმართება. მოთხოვნები უცვლელია- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.