პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს - Palitra News

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს

2025-11-21 20:54:05+04:00

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს - შეიქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი. აღნიშნული საკითხი დღეს დეპუტატებმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტზე განიხილეს. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, შესწავლილია საერთაშორისო ევროპული გამოცდილება, კერძოდ, გერმანული მოდელი. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას ითვალისწინებს. კანონის მიზანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა.