ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობა სულ უფრო დაძაბული ხდება. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაში ადანაშულებს, თავად „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ ევროპულ ღირებულებებს არა საქართველო არამედ ბრიუსელი უგულებელყოფს. დღეს ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირი - საქართველოს დიალოგი უნდა შემდგარიყო, თუმცა დაგეგმილ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვედრა გადაიდო. ქართულ ოცნებაში აცხდებენ, რომ ევროპელი ლიდერების ნაწილი საქართველოს უსაფუძვლოდ თავს ესხმის და დირექტივებით ესაუბრება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნათელია ქართული ოცნების პირონებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.