ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ თელავში გაიმართა - Palitra News

ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ თელავში გაიმართა

2025-11-21 12:37:42+04:00

ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ თელავში გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების ამჟამინდელი მდგომარეობა და მათი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხი განიხილეს. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ახალი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევისთვის მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში აქტიურად არის ჩართული რეგიონული განვითარების სამინისტრო.