გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - Palitra News

გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2025-11-21 12:33:47+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი და აკადემიური დელეგაცია ესწრებოდა. მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმა გააცნო. მისი თქმით, რეფორმა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. შედეგად კი, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა შეიქმნება.. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოხატეს.