1. ბრიუსელი შეჩვეულია მითითებას და შეუჩვეველია კრიტიკას - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრიუსელში პოლიტიკა და საქართველოსთან მიმართ არსებული მიდგომები უნდა შეიცვალოს. როგორ განვითარდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები?! პოლიტიკურ მხარეებს განსხვავებული პასუხები აქვთ. ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო. მმართველი გუნდი თვლის, რომ ბრიუსელი ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციების მოსასმენად მზად არ არის. ევროპელი პარტნიორები კი საქართველოს მისამართით კრიტიკას არ მალავენ. ამჯერად საკუთარი გზავნილები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის ფორმატშიც გაჟღერდა.