დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის შესახებ კონსულტაციები არ მიმდინარეობს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის შესახებ კონსულტაციები არ მიმდინარეობს

2025-11-20 16:39:03+04:00

რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის შესახებ კონსულტაციები არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„როგორც ასეთი, კონსულტაციები ამჟამად არ მიმდინარეობს. კონტაქტები, რა თქმა უნდა, არის. მაგრამ პროცესი, რომელსაც კონსულტაციები შეიძლება ეწოდოს, არ მიმდინარეობს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, „რუსეთი უკრაინაში ვითარების მშვიდობიანად მოგვარებისთვის მზად არის“.

„მშვიდობიანად მოგვარებისთვის ნებისმიერი დრო საუკეთესოა, მაგრამ ამან კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა გამოიწვიოს“, - აღნიშნა პესკოვმა.