თავდაცვის ძალებისა და შსს წარმომადგენლებმა „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლებმა სინქრონიზებულად აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. „დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.