ქართული პროდუქციის თითქმის მეხუთედი რუსეთში გადის - Palitra News

ქართული პროდუქციის თითქმის მეხუთედი რუსეთში გადის

2025-11-20 14:08:19+04:00

ქართული პროდუქციის თითქმის მეხუთედი რუსეთში გადის. უფრო ზუსტად კი მთელი ადგილობრივი ექსპორტის 21.6%. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, ჩრდილოეთში დაახლოებით 569 მლნ. დოლარის პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა. რუსეთთან ერთად საექსპორტო სამეულშია ასევე თურქეთი 241 მლნ. დოლარით და ჩინეთი 225 მლნ. დოლარით. საერთო ჯამში. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 მილიარდ 836 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიარდ 641 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები.