შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსული მხარის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულია სულ მცირე, 93 ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. უკრაინული მედიის ცნობით, საგანგებო სამსახურები განაგრძობენ მუშაობას დაზიანებულ ტერიტორიებზე. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა. 19 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 470 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა გაუშვა.