პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

2025-11-20 12:25:20+04:00

პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში - 50 000 -მდე აშშ დოლარის ოდენობით. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.