საქართველოში რამდენიმე დღის წინ ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიში მოამზადა. თანამომხსენებლები ხელისუფლებას უცხოური აგენტების კანონმდებლობასა და ადმინისტრაციული დარღვევების კანონთა შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და აქვე დასძენენ, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.