უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, დემონსტრანტები, უცვლელ ლოკაციაზე, უცვლელი მოთხოვნების გასაჟღერებლად კვლავ შეიკრიბებიან. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, თარიღი სიმბოლურია და აჩვენებს, რომ მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა თუ გამოწვევისა, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელდება. აქტივისტები 28 ნოემბერს, მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ, აქვე დასძენენ, რომ ასეთი თარიღების აღნიშვნისას, ერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რა ეტაპზეა საპროტესტო აქციისთვის სამზადისი და ვინ უერთდება საპროტესტო მსვლელობას?!