„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს - Palitra News

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს

2025-11-20 11:33:19+04:00

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს, - განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

„IPI მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა IPI-ს წევრისა და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორი წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას აგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.