ისრაელის პრემიერ-მინისტრი სირიაში, ისრაელის სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა - Palitra News

ისრაელის პრემიერ-მინისტრი სირიაში, ისრაელის სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა

2025-11-20 09:27:15+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრი სირიაში, ისრაელის სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა აქტიურ სამსახურსა და რეზერვში მყოფ ჯარისკაცებს, მადლობა გადაუხადა ომის დროს მათი მოქმედებებისთვის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ძალისხმევისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს განუცხადა, რომ ისრაელის სირიაში ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნეთანიაჰუს ისრაელის თავდაცვის ძალების პოსტზე ვიზიტის დროს თან ახლდნენ თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, საგარეო საქმეთა მინისტრი , ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი და „შინ ბეტის“ მეთაური.