შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული პირები პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გუშინ პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. მსვლელობის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. საბოლოოდ, მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე პროტესტს შეუერთდნენ.