ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა - Palitra News

ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა

2025-11-20 09:22:53+04:00

ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მმართველი გუნდი თვლის, რომ ემიგრანტები, რომლებიც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფებიან, მათი ნების თავისუფლად გამოვლენის უზრუნველყოფას ეფექტურად ვერ ახერხებენ. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, ახალი საარჩევნო კოდექსით, ქართული ოცნება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, ხელსაყრელ გარემოს იქმნიდეს. გავრცელებული მოსაზრების პასუხად, მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს ჩატარდება.