ერთი წელი უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან - 28 ნოემბერს, თარიღთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა დაიგეგმა. 19 საათზე დემონსტრანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მარშით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ განაგრძობენ ბრძოლას ქვეყნის ევროპული კურსის შესანარჩუნებლად. საპროტესტო აქციას უერთდება ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის". დაგეგმილ დემონსტრაციაზე მისვლას არ აპირებენ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრები. მათი აზრით, საჭიროა წინააღმდეგობა უფრო თანმიმდევრული და მკაფიო იყოს.