რა არგუმენტები დგას საარჩევნო კოდექსის ცვლილების უკან?! - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს - Palitra News

რა არგუმენტები დგას საარჩევნო კოდექსის ცვლილების უკან?! - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

2025-11-19 20:31:38+04:00

რა არგუმენტები დგას საარჩევნო კოდექსის ცვლილების უკან?! - საკითხი კვლავ განხილვისა და პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი თვლის, რომ ემიგრანტები, რომლებიც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფებიან, მათი ნების თავისუფლად გამოვლენის უზრუნველყოფას ეფექტურად ვერ ახერხებენ. ეს ის ძირითადი არგუმენტია, რომლის საფუძველზეც, ახალი საარჩევნო კოდექსით, ემიგრანტები საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ნების დაფიქსირებას მხოლოდ საქართველოს საზღვრებში შეძლებენ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, ახალი საარჩევნო კოდექსით, ქართული ოცნება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, ხელსაყრელ გარემოს იქმნიდეს. ოპოზიციის მოსაზრებით, მიდგომა არასამართლიანია, რადგან ემიგრანტებს არჩევანის უფლებას უზღუდავს.