ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე Huawei-ს სათავო ოფისს ესტუმრა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა - Palitra News

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე Huawei-ს სათავო ოფისს ესტუმრა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა

2025-11-19 15:57:45+04:00

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე Huawei-ს სათავო ოფისს ესტუმრა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა. მან მინისტრს კომპანიის საქმიანობა, უახლესი გამოგონებები და ინოვაციური პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა Huawei-ს მიერ საქართველოს სკოლებში სმარტ კლასების მოწყობაზე, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან პარტნიორობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას.