უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ სხვადასხვა საველე კომპონენტის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს - Palitra News

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ სხვადასხვა საველე კომპონენტის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს

2025-11-19 15:56:56+04:00

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ სხვადასხვა საველე კომპონენტის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების მონაწილეობით, შემაჯამებელი საველე სწავლება გაიმართა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეზერვისტებმა კონტაქტზე რეაგირებისა და სამედიცინო ევაკუაციის ტიპის ამოცანები შეასრულეს. „დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. „დიდგორი 2025“ კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით.