ორბელიანის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ვაჰაგნ ხაჩატურიანს ვიზიტის პირველ დღეს, მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. შეხვედრის დასრულების შემდგომ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს შეხვდება. სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს, ხვალ 20 ნოემბერს დაასრულებს.