რას უკავშირებენ პოლიტიკურ სივრცეში ახალ საარჩევნო კოდექსის შემუშავებას - Palitra News

რას უკავშირებენ პოლიტიკურ სივრცეში ახალ საარჩევნო კოდექსის შემუშავებას

2025-11-19 15:43:01+04:00

ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის? - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსით, ქართული ოცნება შესაძლოა იქმნიდეს შესაბამის გარემოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ცვლილებებით, ქართველ ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ექნებათ. ოპოზიციის მოსაზრებით, მსგავსი მიდგომა არასამართლიანია და უფლების შეზღუდვა, ფაქტობრივად, უფლების ჩამორთმევას უთანაბრდება. ოპონენტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი "ქართულმა ოცნებამ" გადადგა იმიტომ რომ იცის ქართველი ემიგრანტების უმეტესი ნაწილი მათი მხარდამჭერი არ არის. პანიკის საფუძველს ვერ ხედავს სახელისუფლებო გუნდი. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყნის სტაბილურობისა და არჩევნების გარე ჩარევებისგან დასაცავად აუცილებელია, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ იმ შეხედულებითა და განწყობით, რაც თავად საქართველოში ჩამოსვლის დროს შეექმნებათ. რას უკავშირებენ პოლიტიკურ სივრცეში ახალ საარჩევნო კოდექსის შემუშავებას?