შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

2025-11-19 12:20:15+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრები ინდოეთის მოქალაქე ცივი იარაღით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

აღნიშნული დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.