პარლამენტი იწყებს ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას, რომლითაც მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება. რას ემსახურება „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივა, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მათი მიზანი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხმის მისაცემად თანაბარი პირობების შეთავაზება და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ დაანონსებული ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია.