სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული - წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს - Palitra News

სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული - წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

2025-11-19 09:14:43+04:00

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული - წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა სამართალდამღრვევმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზაინის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის-სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყენაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.