უკვე 21 დღეა, რაც პარლამენტის წინ ოპოზიციონერი პოლიტიოსი გედევან ფოფხაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი შიმშილობენ. როგორც თავად აცხადებენ, პროტესტი უკიდურესი ფორმას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიებისა და დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ აგრძელებენ. ამასთანავე, ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია საპროტესტო აქციების გაფართოება და მოქალაქეთა დარწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან თანაცხოვრება უნდა დასრულდეს. მათი მოთხოვნები კი უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.