ევროკომისიის პრესსპიკერი, გიომ მერსიე „ქართული ოცნების” მიერ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების ფაქტს ეხმაურება - Palitra News

ევროკომისიის პრესსპიკერი, გიომ მერსიე „ქართული ოცნების” მიერ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების ფაქტს ეხმაურება

2025-11-18 20:30:40+04:00

ევროკომისიის პრესსპიკერი, გიომ მერსიე „ქართული ოცნების” მიერ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების ფაქტს ეხმაურება. პრესსპიკერი განმარტავს, რომ კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. მისივე თქმით, სახეზეა საქართველოში არსებული უკუსვლა დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას ოპოზიცია იმ დიდ შეცდომად აფასებს, რომელიც მათი განცხადებით, კორუფციულ გარემოს ქვეყანაში უფრო გაართულებს. ქართული ოცნების შეფასებით კი ბიუროს გაუქმება და ფუნქციების გადანაწილება კორუფციის დამარცხებას უფრო მარტივს გახდის.