ჯო უილსონმა კომისიაში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ, საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა - Palitra News

ჯო უილსონმა კომისიაში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ, საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა

2025-11-18 20:28:58+04:00

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კომისიაში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ, საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა - ჯო უილსონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დიქტატურა ახლა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს. ამერიკელი კონგრესმენი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაკავშირებით, წარმოუდგენელი შესაძლებლობები შექმნა, თუმცა, მისივე შეფასებით, ნამდვილი ტრაგედია საქართველოში „გაყალბებული არჩევნებია“.

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სიტყვით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც მსოფლიომ წლების წინ ბელარუსში იხილა. მისი თქმით, ესტონელი ხალხი ქართველ ხალხთან ძალიან ახლოსაა.