თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელისა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძის, ამავე კომპანიის დირექტორის, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირის - სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ორასი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ასევე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება მოითხოვა. ბრალდების მხარე მიმალვის საფრთხეებზე მიუთითებდა.5 პირსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებას ედვაებიან.
როგორ მიმდინარეობდა კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელისა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძის, ამავე კომპანიის დირექტორის, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი