თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს - დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე და პოლიტიკურ რეპრესიებზე - Palitra News

თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს - დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე და პოლიტიკურ რეპრესიებზე

2025-11-18 15:29:14+04:00

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, დოკუმენტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეზოლუციის ავტორები საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ გამოიყენონ ყველა ის საერთაშორისო ინსტრუმენტი, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ფინანსურად შეზღუდავს და კორუფციული ფული გამოყენების საშუალებას არ მისცემს. სახელისუფლებო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ეუთოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება და ოპონენტები ეუთო-ს სახელს საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებენ. რა წერია რეზოლუციაში?